ტრენერმა ( დათო მალანია )გაგვაცნო მოდული 6 . დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის.
მოდულის მთავარი კითხვა: – როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით ?
მოდულის შეკითხვები : – როგორ შემიძლია შევუწყო ხელი ჩემს მოსწავლეებს , რომ ისინი თვითრეგულირებად მასწავლებლებად იქცნენ ?
როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებები ?
ტრენინგზე ვიმუშავეთ წყვილებში . ერთმანეთს გავუზიარეთ შეფასების რუბრიკები , ვიმსჯელეთ თუ როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეების თვითრეგულირებად სწავლას დავგეგმეთ შეფასება მოსწავლეთა თვითრეგულირებისადმი , შევქმენით დამატებითი მასალები მოსწავლეთა გეზის მისაცემად (სკალფოდინგი) შევძელით სასწავლო პროექტის მოდიფიცირება .
მინდა დავიჯერო , რომ შევძლებ ინტელის მოთხოვნათა რეალურად განხორციელებას . იმედი ყველაზე ბოლოს კვდება.
No comments:
Post a Comment