Saturday, 21 March 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

ინტელის ტრენინგი დასასრულს მიუახლოვდა . დღეს ( სამწუხაროდ) ჩემი ბოლო მეცადინეობა შედგა .ტრენერმა,დათო მალანიამ, შეუძლებელი შეძლო და ინტელის მოთხოვნები რეალობად აქცია .
ვეცადე მაქსიმალურად გამეთვალისწინებინა ტრენინგის მოთხოვნები თემის პრეზენტაციისას.
ვგრძნობ, რომ ჩემი დამოკიდებულება ინტელის მოთხოვნებისადმი არ შენელდება და ის არ დარჩება ''ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა''.
 გმადლობთ ინტელის მესვეურნო ,რომ არსებობთ და გყავთ მაღალი პროფესიონალური დონის  მქონე სპეციალისტი.
დათო! ღმერთმა უმრავლოს საქართველოს თქვენნაირი შემოქმედი ახალგაზრდები. ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ.
მომავალ შეხვედრამდე ინტელის გზებზე.

No comments:

Post a Comment