Wednesday, 11 March 2015
მეხუთე დღის რეფლექსია
ტრენერმა (დათო მალანია) გამაცნო მოდული 5: მოსწავლეთა პროექტების შეფასება და შესატყვისი აქტივობები. ამ მოდულში გავიგე: თუ როგორ შეიძლება გამოვიყენო რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ასათვისებლად და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განსავითარებლად. როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშესაწყობად, მოსწავლეთა სწავლის დონის შესაფასებლად. დარწმუნებული ვარ, პარტნიორთან თანამშრომლობით შევძლებ მოდულის მოთხოვნათა განხორციელებას. ისე ზღვა მასალაა. რომელიც მოითხოვს უწყვეტ, თანმიმდევრულ, შემოქმედებით მუშაობას ხანგრძლივი დროის მანძილზე. დიდი მადლობა განათლების სამინისტროს დიდებული და უაღრესად საჭირო ტრენინგისთვის. აღნიშვნის ღირსია ტრენერის მაღალი პროფესიონალიზმი, რაც ტრენინგის წარმატებულად ჩატარების გარანტია.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment