ინტელის ტრენინგი დასასრულს მიუახლოვდა . დღეს ( სამწუხაროდ) ჩემი ბოლო მეცადინეობა შედგა .ტრენერმა,დათო მალანიამ, შეუძლებელი შეძლო და ინტელის მოთხოვნები რეალობად აქცია .
ვეცადე მაქსიმალურად გამეთვალისწინებინა ტრენინგის მოთხოვნები თემის პრეზენტაციისას.
ვგრძნობ, რომ ჩემი დამოკიდებულება ინტელის მოთხოვნებისადმი არ შენელდება და ის არ დარჩება ''ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა''.
გმადლობთ ინტელის მესვეურნო ,რომ არსებობთ და გყავთ მაღალი პროფესიონალური დონის მქონე სპეციალისტი.
დათო! ღმერთმა უმრავლოს საქართველოს თქვენნაირი შემოქმედი ახალგაზრდები. ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ.
მომავალ შეხვედრამდე ინტელის გზებზე.
Saturday, 21 March 2015
Thursday, 19 March 2015
მერვე დღის რეფლექსია
უაღრესად საინტერესო , საჭირო ტრენინგი – ფინალს უახლოვდება . ბევრი რამ სიახლე იყო ჩემთვის . განწყობილი ვარ ოპტიმისტურად. დარწმუნებული ვარ , რომ ტრენინგზე მიღებულ უნარ ჩვევებს მომავალში აქტიურად გამოვიყენებ ჩემს სასკოლო საქმიანობაში.
ტრენერმა ( დათო მალანიამ ) ამ მოკლე დროში შეუძლებელი შეძლო და ინტელის მოთხოვნათა არსი საფუძვლიანად გამაცნო. გმადლობთ.
ტრენერმა ( დათო მალანიამ ) ამ მოკლე დროში შეუძლებელი შეძლო და ინტელის მოთხოვნათა არსი საფუძვლიანად გამაცნო. გმადლობთ.
Tuesday, 17 March 2015
Sunday, 15 March 2015
მეშვიდე დღის რეფლექსია . მოდული .7
ტრენერმა (დათო მალანია )გამაგებინა, თუ როგორ უნდა შევქმნა სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას; მასწავლა, როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის . შევქმენი პრეზენტაცია გავეცანი მოდულის საკვანძო კითხვებს : როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში? როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად? უნდა ვაღიარო,რომ უაღრესად საინტერესო ტრენინგია . ვიმედოვნებ, უახლოეს ხანებში, საჯარო სკოლის ყველა საკლასო ოთახი –მომავლის კლასად გადაიქცევა და მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც არსებულ სასწავლო რესურსებს მაქსიმალურად და რაციონალურად გამოიყენებენ.
Saturday, 14 March 2015
Friday, 13 March 2015
inatodarsalia 6 მოდული.
ამ მოდულის სწავლებასთან დაკავშირებით , თქვენ ძალიან კარგად გამოხატეთ თქვენი აზრი , შესანიშნავია ,რომ გაქვთ საკუთარი დამოკიდებულება მასალასთან.
სცადეთ მეტი დაწეროთ იმის შესახებ , რაც მოგეწონათ . რა წინააღმდეგობებს შეხვდით.რა გამოსავალი მოიძიეთ პრობლემათა გადასაწყვეტად...
დარწმუნებული ვარ, ინტელის გზებზე, წარმატებები გელოდებათ.
სცადეთ მეტი დაწეროთ იმის შესახებ , რაც მოგეწონათ . რა წინააღმდეგობებს შეხვდით.რა გამოსავალი მოიძიეთ პრობლემათა გადასაწყვეტად...
დარწმუნებული ვარ, ინტელის გზებზე, წარმატებები გელოდებათ.
მეექვსე დღის რეფლექსია
ტრენერმა ( დათო მალანია )გაგვაცნო მოდული 6 . დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის.
მოდულის მთავარი კითხვა: – როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით ?
მოდულის შეკითხვები : – როგორ შემიძლია შევუწყო ხელი ჩემს მოსწავლეებს , რომ ისინი თვითრეგულირებად მასწავლებლებად იქცნენ ?
როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებები ?
ტრენინგზე ვიმუშავეთ წყვილებში . ერთმანეთს გავუზიარეთ შეფასების რუბრიკები , ვიმსჯელეთ თუ როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეების თვითრეგულირებად სწავლას დავგეგმეთ შეფასება მოსწავლეთა თვითრეგულირებისადმი , შევქმენით დამატებითი მასალები მოსწავლეთა გეზის მისაცემად (სკალფოდინგი) შევძელით სასწავლო პროექტის მოდიფიცირება .
მინდა დავიჯერო , რომ შევძლებ ინტელის მოთხოვნათა რეალურად განხორციელებას . იმედი ყველაზე ბოლოს კვდება.

Wednesday, 11 March 2015
მეხუთე დღის რეფლექსია
ტრენერმა (დათო მალანია) გამაცნო მოდული 5: მოსწავლეთა პროექტების შეფასება და შესატყვისი აქტივობები. ამ მოდულში გავიგე: თუ როგორ შეიძლება გამოვიყენო რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ასათვისებლად და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განსავითარებლად. როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშესაწყობად, მოსწავლეთა სწავლის დონის შესაფასებლად. დარწმუნებული ვარ, პარტნიორთან თანამშრომლობით შევძლებ მოდულის მოთხოვნათა განხორციელებას. ისე ზღვა მასალაა. რომელიც მოითხოვს უწყვეტ, თანმიმდევრულ, შემოქმედებით მუშაობას ხანგრძლივი დროის მანძილზე. დიდი მადლობა განათლების სამინისტროს დიდებული და უაღრესად საჭირო ტრენინგისთვის. აღნიშვნის ღირსია ტრენერის მაღალი პროფესიონალიზმი, რაც ტრენინგის წარმატებულად ჩატარების გარანტია.
მეოთხე დღის რეფლექსია
ტრენინგი საინტერესოა.ტრენერმა, დათო მალანია, გამაცნო მოდული 4: სასწავლო ნიმუშების შექმნა. უნდა შევძლო ჩემს თემაში ინტერნეტის გამოყენება. ვასწავლო მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობის გრძნობით გამოყენება. შევქმნა მოსწავლის პრეზენტაციის, პუბლიკაციის, ვიკის და ბლოგის ნიმუში კონკრეტული სასწავლო მიზნისთვის. გამაცნო მთავარი კითხვა: როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით ? ასევე მოდელის საკვანძო კითხვები, ამოცანები, ინსტრუმენტები, დამატებითი რესურსები. მე მინდა დავიჯერო, რომ შევძლებ ამ ამოცანებს თავი გავართვა. ისე, ძნელია იყო ოპტიმისტი.
მეორე დღის რეფლექსია
ტრენერმა (დათო მალანია) გამაცნო მოდული 2: ჩემი პროექტის დაგეგმვა. შესაბამისი აქტივობებით. მოდულის საკვაძო კითხვები: როგორ შეუწყობს ხელს სასწავლოპროცესს მიმართულების მომცემი საკვანძო კითხვები? როგორ შეიძლება დავგეგმოთ მოსწავლეზე ორიენტირებული მიმდინარე შეფასება? ასევე, მოდულის ამოცანები, ინსტრუმენტები და დამატებითი რესურსები. მე ჩემთვის გადავწყვიტე, მივაღწიო ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმს და რეალურად განვახორციელო ეს ინოვაცია.
პირველი დღის რეფლექსია
ტრენერმა, დათო მალანია, გამაცნო ინტელის ძირთადი კურსის მიზანი და მისი უმთავრესი კითხვა: როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ყველაზე ეფექტურად გამოყენება სწავლების პროცესის ხელშეწყობისთვის და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად? კურსის მიმოხილვისას გამაცნო მოდული1: პროექტებით სწავლება და განიხილა ექვსივე აქტივობა. მე მინდა, რომ ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში დავნერგო ის სიახლეები, რასაც ინტელი გვთავაზობს . მჯერა, რომ შევძლებ გამოწვევას ვუპასუხო.
Tuesday, 3 March 2015
მესამე დღის რეფლექსია
ტრენინგი ტარდება უაღრესად საინტერესოდ.განიხილება საკითხები , რომლებიც აქტუალურია სასკოლო ცხოვრებაში. ხელს უწყობს მასწავლებელს დაეუფლოს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების წესებს საგაკვეთილო პროცესში;.ინტელის რესურსებზე დაყრდნობით განუვითაროს მოსწავლეებს ის უნარ-ჩვევები, რაც მოეთხოვება ოცდამეერთე საუკუნის მოქალაქეებს. გვყავს შესანიშნავი ტრენერი.
Subscribe to:
Posts (Atom)