Saturday, 21 March 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

ინტელის ტრენინგი დასასრულს მიუახლოვდა . დღეს ( სამწუხაროდ) ჩემი ბოლო მეცადინეობა შედგა .ტრენერმა,დათო მალანიამ, შეუძლებელი შეძლო და ინტელის მოთხოვნები რეალობად აქცია .
ვეცადე მაქსიმალურად გამეთვალისწინებინა ტრენინგის მოთხოვნები თემის პრეზენტაციისას.
ვგრძნობ, რომ ჩემი დამოკიდებულება ინტელის მოთხოვნებისადმი არ შენელდება და ის არ დარჩება ''ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა''.
 გმადლობთ ინტელის მესვეურნო ,რომ არსებობთ და გყავთ მაღალი პროფესიონალური დონის  მქონე სპეციალისტი.
დათო! ღმერთმა უმრავლოს საქართველოს თქვენნაირი შემოქმედი ახალგაზრდები. ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ.
მომავალ შეხვედრამდე ინტელის გზებზე.

ჩემი პრეზენტაცია

Thursday, 19 March 2015

მერვე დღის რეფლექსია

          უაღრესად საინტერესო , საჭირო ტრენინგი – ფინალს უახლოვდება . ბევრი რამ სიახლე იყო ჩემთვის . განწყობილი ვარ  ოპტიმისტურად. დარწმუნებული ვარ , რომ ტრენინგზე მიღებულ უნარ ჩვევებს მომავალში აქტიურად გამოვიყენებ ჩემს სასკოლო საქმიანობაში.
         ტრენერმა ( დათო მალანიამ ) ამ მოკლე დროში შეუძლებელი შეძლო და ინტელის მოთხოვნათა არსი საფუძვლიანად გამაცნო. გმადლობთ.

Sunday, 15 March 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია . მოდული .7

         ტრენერმა (დათო მალანია )გამაგებინა, თუ როგორ უნდა შევქმნა სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას; მასწავლა, როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის .                                                         შევქმენი პრეზენტაცია                                                                                                                გავეცანი მოდულის საკვანძო კითხვებს :                                                                                  როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში?                                                                                                                                            როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად?                    უნდა ვაღიარო,რომ უაღრესად საინტერესო ტრენინგია .                                                          ვიმედოვნებ, უახლოეს ხანებში, საჯარო სკოლის ყველა საკლასო ოთახი –მომავლის კლასად გადაიქცევა და  მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც არსებულ სასწავლო რესურსებს მაქსიმალურად  და რაციონალურად გამოიყენებენ.